Sunday, February 28, 2016
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა ,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით რათა ჩემი შეფასების გეგმისთვის საჭირო იდეები მომეკრიბა. ნიმუშების გაცნობის პროცესში დავაკვირდი შეფასების სტრატეგიებს იმ მიმართულებით,რაზედაც მსურდა ფოკუსირება.
Saturday, February 27, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საავტორო უფლებებს პროექტის შექმნაში .ნებისმიერ ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება გააკონტროლოს როგორ და ვის მიერ გამოიყენება მისი ნამუშევარი. მე როგორც მასწავლებელმა გავიგე უფრო დეტალურად საავტორო უფლებების მნიშვნელობა და ვასწავლი მოსწავლეებს საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების
წესებს.
წესებს.
Sunday, February 21, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და ეფექტური პროექტების დაგეგმვის გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...მიმართულების მიმცემი კითხვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვდასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. მათი მეშვეობით შევძლებ თემის შინაარსის განსაზღვრას და სტრატეგიების დასახვას სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობისას.
Saturday, February 20, 2016
მეორე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების,განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით .გადავხედე სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურს თემის მიხედვით,დავსახე ისეთი მიზნები,რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
Monday, February 15, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)